სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები

E. registrator/registrar of common act

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის დაწესებულებები, რომლებსაც შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვთ განსაზღვრული უფლებამოსილება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში (საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“, მუხლი 3.გ).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო”) ტერიტორიული სამსახური, აგრეთვე საქართველოს საკონსულო დაწესებულება, რომელთაც შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, განახორციელონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია.   Source: საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“, 1998 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……