სამოქალაქო მოსახლეობა

სამოქალაქო მოსახლეობა

E. Civilians

პირები, რომლებიც არ არიან გაწვეულნი სამხედრო სამასახურში ომის დროს. ს.მ-ის უსაფრთხოების საკითხები რეგულირებულია კონვენციით: “სამოქალაქო პირები ომის დროს”. ს.მ-ს ასევე განეკუთვნებიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც დაყარეს იარაღი, ან ავადმყოფობის, ჭრილობების, ან დაკავების გამო გამოვიდნენ მწყობრიდან. ს.მ., რომელიც არ იღებს მონაწილეობას შეიარაღებულ კონფლიქტში, დაცულია იმუნიტეტით (ხელშეუხებლობით), თუმცა სინამდვილეში მშვიდობიანი მოსახლეობა ყველაზე ხშირად ხდება საომარი მოქმედებათა ობიექტი, განსაკუთრებით ბოლო დროის რამდენიმე სამოქალაქო ომის თუ აჯანყებების დროს. \nრამდენიმე უკანასკნელ ომში ს.მ-ის დანაკარგმა მსხვერპლის საერთო რაოდენობის 90% შეადგინა. \ ჟენევის კონვენციების II პროტოკოლის მე-13 მუხლში ლაპარაკია “სამაქალაქო პირებისა” და “სამოქალაქო მოსახლეობის” შესახებ, ამ ტერმინების განმარტების გარეშე. თუმცა ჟენევის კონვენციების I პროტოკოლის 50-ე მუხლში ნათქვამია, რომ ს.მ. შედგება ყველა სამოქალაქო პირისაგან. აქვეა განმარტებული ტერმინი “სამოქალაქო პირი”, ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ მსახურობს შეიარაღებულ ძალებში, ან ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფში კონფლიქტის რომელიმე მხარეს. \nს.მ-ს განეკუთვნება აგრეთვე ყველა სხვა პირი, რომელიც აქტიურად არ მონაწილეობს მტრულ ქმედებებში, ანუ თავდასხმებში, რომელსაც მიმართავს ერთ-ერთი მხარე მოწინააღმდეგისათვის ფიზიკური ზიანის მიყენების, ან მისი ობიექტების განადგურების მიზნით. ს.მ., რომელიც სამხედრო მოსამსახურის სტატუსის გარეშე იღებდა, ან იღებს მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში, კარგავს იმუნიტეტს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის დროს. I პროტოკოლის 50-ე მუხლში ნათქვამია, რომ ს.მ-ში იმ პირების ყოფნა, რომლებიც მათ არ განეკუთვნებიან, არ უკარგავს მოსახლეობას სამოქალაქო სტატუსს. ამ მუხლის აზრი ისაა რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, სადაც მცირე რაოდენობით სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან, რომლებიც, ამასთან, არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, ან შეიარაღებული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებენ გარიგებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, არ შეიძლება გახდეს თავდასხმის მიზეზი. აქედან გამომდინარე, ამგვარ მოსახლეობას ასევე მოეპოვება თავდასხმისაგან იმუნიტეტი. I პროტოკოლის 51 (4) მუხლი შეიცავს მკვეთრად ფორმულირებულ დებულებებს, რომლებიც იცავს ს.მ-ს გაუმართლებელი და არაადეკვატური თავდასხმებისაგან. ეს მუხლი კრძალავს იმ თავდასხმებს, რომლებიც არ არის მიმართული სამხედრო ობიექტების მიმართ, აგრეთვე ომის წარმოების ისეთი მეთოდების და საშუალებების გამოყენებას, რომლებიც არ შეიძლება მიმართული იყოს გარკვეული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ამგვარად, მუხლი უკრძალავს მხარეებს განურჩეველ შეტევებს სამხედრო ობიექტებისა და ს.მ-ის, ან სამოქალაქო ობიექტების მიმართ.

See also: შეიარაღებული კონფლიქტი, ზოგადი მე-3 მუხლი

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……