სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართალი

E. civil law

სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს, განსაზღვრავს სამოქალაქო ბრუნვის, ინტელექტუალური საქმიანობისა და საოჯახო ურთიერთობების მონაწილეთა უფლებრივ მდგომარეობას, საკუთრებისა და სხვა ქონებრივ უფლებათა წარმოშობის საფუძვლებსა და განხორციელების წესს, აწესრიგებს სახელშეკრულებო და სხვა ვალდებულებებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სამოქალაქო სამართალი – კანონების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილ კერძო ურთიერთობებს (მაგ. ხელშეკრულების დადება, ქორწინება, მემკვიდრეობა).    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……