სამუშაოზე აღდგენა

სამუშაოზე აღდგენა

E. restore at the job

კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანილი მუშაკის აღდგენა წინანდელ სამუშაოზე შრომის დავის განმხილველი ორგანოს მიერ. სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშაკს სასამართლოს გადაწყვეტილებით, აუნაზღაურდება იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა. მუშაკს, რომელიც უკანონოდ გადაიყვანეს სხვა სამუშაოზე, წინანდელი სამუშაოს აღდგენის შემთხვევაში გაცდენილი დროისათვის ხელფასი ან სხვაობა დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის, ეძლევა არა უმეტეს ერთი წლისა (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 206-207).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……