სამუშაო დრო

სამუშაო დრო

E. work time

შრომის სამართალში კალენდარული დროის ნაწილი, რომლის პერიოდშიც მუშამ ან მოსამსახურემ უნდა შეასრულოს მინდობილი სამუშაო. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ ქვეყნების უმრავლესობაში სამუშაო დროის ნორმალურ ხანგრძლივობად მიჩნეულია 40 საათი კვირაში.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სამუშაო დრო – დროის მონაკვეთი გაფრენისწინა მზადების დაწყებიდან ფრენის დამთავრებამდე (საჰაერო ხომალდის დაფრენიდან 30 წუთის შემდეგ). თუ ამ დროის განმავლობაში ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იყო არანაკლებ სამსაათიანი განუწყვეტელი დასვენებით (მათ შორის სათანადო პირობებში ძილის ჩათვლით), ეს უკანასკნელი სამუშაო დროდ არ ჩაითვლება.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსი“, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……