სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება

სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება

E. To relinquish right to serve in the force

ნებისმიერი ადამიანის უფლება – უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, ან ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში ნებისმიერ უშუალო თუ არაპირდაპირ მონაწილეობაზე ღრმა რწმენის მოტივებით. ასეთი რწმენა შეიძლება იყოს რელიგიური, ეთიკური, მორალური, ფილოსოფიური, ან პოლიტიკური ხასიათისა. ეს უფლება განუყოფელია და აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია. იგი აღიარებულია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-18 მუხლით, ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლით და ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-9 მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი საერთაშორისო სამართალი ჯერჯერობით არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, ცნონ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება, (თუმცა არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები და რეკომენდაციები, რომლებიც აღიარებენ ამ უფლების არსებობას), საერთაშორისო ამნისტია დაჟინებით მოითხოვს, რომ სამხედრო სამსახურში ნებისმიერ გაწვეულს ჰქონდეს ალტერნატიული სამსახურის გავლის უფლება, თუკი ასეთია მათი ღრმა რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……