საოპერაციო ხარჯები

საოპერაციო ხარჯები

E. operational costs

საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკის უნივერსალური ტერმინი, რომელიც ახასიათებს საერთო საფირმო ხარჯების ვრცელ ნომენკლატურას. იგი პირდაპირ – საწარმოო (ნედლეული, სათბობი, საწარმოო პერსონალის შრომის ანაზღაურება) და საფინანსო (კრედიტის პროცენტი) დანახარჯებთან ერთად ქმნის კომპანიის საქმიანობის საერთო თვითღირებულებას განსაზღვრულ პერიოდში. საოპერაციო ხარჯებში შედის ასევე „ადმინისტრაციული და სავაჭრო ხარჯები“. სამმართველო აპარატის შრომის ანაზღაურება, მართვისა და გასაღების ორგანიზაცია, წარმომადგენლობითი ხარჯები, გარეშე კონსულტანტების ანაზღაურება, მარკეტინგი, რეკლამა, გამოკვლევა, სალიზინგო და სარენტო გადასახდელები და სხვ. გარდა ამისა საოპერაციო ხარჯებს მიეკუთვნება ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია. ასევე, მათი რემონტის, მომსახურებისა და განვითარების ხარჯები. საოპერაციო ხარჯები გამოიყენება თვითდაფინანსების, ასევე დაჩქარებული ამორტიზაციის, „წარმომადგენლობითი ხარჯების”, რეკლამის არანორმირებული ხარჯების და სხვათა ხარჯზე საგადასახადო დაბეგვრიდან ლეგალურად და არალეგალურად თავის არიდების ეფექტიან ინსტრუმენტად. კომპანიის წლიურ საფინანსო ანგარიშგებაში საოპერაციო ხარჯების განზოგადებული მაჩვენებელი, როგორც წესი, მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში შეიძლება ნაჩვენები იყოს ორი ძირითადი მუხლის სახით – „ადმინისტრაციული და სავაჭრო ხარჯები“ და „ძირითადი კაპიტალისა და არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია“. ამ მუხლის გარდა მსხვილი კომპანიები ცალკეულ შემთხვევაში ცალკე გამოყოფენ რეკლამის, სარენტო და სალიზინგო გადასახადის ხარჯებს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……