საპარლამენტო პარტია

საპარლამენტო პარტია

ისეთი პარტია, რომელიც თავისი პროგრამის განხორციელებასა და საამისოდ ხელისუფლების სათავეში მოსვლას მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გზით ცდილობს. საქმე ისაა, რომ ყველა პარტია არ თვლის ხელისუფლების სათავეში მოსვლის ერთადერთ საშუალებად არჩევნებში გამარჯვებას. არასაპარლამენტო პარტიების ყველაზე ტიპიური ნიმუში იყო ბოლშევიკების, შემდგომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, რომელმაც რეალურად ქვეყნის მართვის სადავეები ჯერ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩაიგდო, ხოლო შემდგომ ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბების კვალად შეეზარდა სახელმწიფო სტრუქტურებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის განსხვავება ზეგავლენას იქონიებს მათ ორგანიზაციულ სტრუქტურასა და იდეოლოგიაზე. კომპარტია თავისი მუდმივი პირველადი ორგანიზაციებითა და ე. წ. დემოკრატიული ცენტრალიზმის ორგანიზაციული პრინციპით უფრო გასამხედროებულ დაჯგუფებას ჩამოჰგავდა, განსხვავებით დასავლური პოლიტიკური პარტიებისგან, რომელთა პოლიტიკური აქტივობა ძირითადად არჩევნების მომზადებასა და შემდგომ შიდა საპარლამენტო ბრძოლებში ვლინდება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……