საპარლამენტო ფრაქცია

საპარლამენტო ფრაქცია

E. Parliamentary faction

პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც შექმნილია ერთი პარტიის წევრობის ან საერთო პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე. საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი განსაზღვრულია საქართველოს 1997 წლის 16 სექტემბრის კანონით საპარლამენტო ფრაქციის შესახებ. ამ კანონის თანახმად, ფრაქციის შექმნის უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ 10 წევრს. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქცია უფლებამოსილია წარმომადგენელთა მეშვეობით მონაწილეობდეს პარლამენტის კომიტეტებისა და პარლამენტის ბიუროს მუშაობაში, მოითხოვოს საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის შექმნა, გამოთქვას თავისი თვალსაზრისი პარლამენტის ბეჭდვით ორგანოში, განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……