საპრიზო ფონდი

საპრიზო ფონდი – ანუ თანხები, რომლებიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის) ან მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მათზე გადასაცემად, გათამაშების პირობებით გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთობრივი ან სხვა ფორმით და გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა ვალდებულებისა, რომელიც დადებულია გათამაშების მონაწილეებთან. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში.   Source: საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანითა მაშობების მოწყობის შესახებ“, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……