სასამართლო საოლქო

სასამართლო საოლქო

E. district court

სასამართლო, რომელიც სააპელაციო წესით განიხილავს საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და საქმეებს პირველი ინსტანციით საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. საქართველოს საოლქო სასამართლოებია თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები. თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე. საოლქო სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია;

დ) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა;

ე) სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა;

ვ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად საოლქო სასამართლოში იქმნება საგამოძიებო კოლეგია. საოლქო სასამართლოში საქმე სააპელაციო წესით განიხილება პალატების, ხოლო პირველი ინსტანციით – კოლეგიების მიერ, გარდა საგამოძიებო კოლეგიისა. საოლქო სასამართლოს კოლეგიებსა და პალატებში საქმეებს განიხილავენ სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო ამ სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში – ერთპიროვნულადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საოლქო სასამართლოსა და საოლქო სასამართლოს კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. თითოეულ კოლეგიასა და პალატას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიისა და პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. დაუშვებელია საოლქო სასამართლოს, მისი პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს შესაბამისად სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეობაზე („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……