სასაქონლო ბაზრების კონიუნქტურა

სასაქონლო ბაზრების კონიუნქტურა – სხვადასხვა ფაქტორების (ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, ბუნებრივი) ურთიერთქმედებით განპირობებული ცალკეული მსოფლიო სასაქონლო ბაზრების მდგომარეობა, რომელიც ვლინდება საბაზრო ფასების დონეში,მოთხოვნისა და მიწოდების არსებულ და პროგნოზირებულ თანაფარდობაში, კონკურენციის პირობებში. კონიუნქტურული ანალიზის საგანია: მოცემული საქონელის და მისი შემცვლელების წარმოებისა და მოხმარების დინამიკა და სტრუქტურა, მოცულობა, მარაგის დონე, ფასების მოძრაობა, ბაზრის მონაწილეები, აგრეთვე სამეწარმეო – საგასაღებო, სამეცნიერო კვლევითი, საპატენტო – სალიცენზიო, ასარეკლამო და სხვა საქმიანობის ხასიათი. სასაქონლო ბაზრის კონიუნქტურის მუდმივი შესწავლა აუცილებელია  წარმატებული სავაჭრო საქმიანობისათვის. მოცემული საქონლის ბაზრის კონიუნქტურა ყოველ მომენტში შეიძლება განისაზღვროს, როგორც სტაბილური ან არამდგრადი, მაღალი ან დაბალი, გამოცოცხლებული ან უსიცოცხლო. სასაქონლო ბაზრების კონიუნქტურა ურთიერთკავშირშია ზოგადსამეურნეო კონიუნქტურასთან. მისი ცოდნა აუცილებელი პირობაა მოცემული გამყიდველის ან მყიდველის ხელსაყრელი კონიუნქტურის პერიოდში ბაზარზე შესყიდვებით ან გაყიდვებით წარმატებულად გამოსასვლელად. საქმიან წრეებში ხშირად გამოიყენება ცნება “ბაზრის კონიუნქტურა”, –  რომელიც ნიშნავს მდგომარეობას ბაზარზე ან ბაზარზე გარემოებათა დამთხვევას.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……