სასაქონლო ნიშანი

სასაქონლო ნიშანი

E. trade mark

1. ამა თუ იმ ქვეყანაში დადგენილი წესით რეგისტრირებული, ორიგინალურად გაფორმებული გრაფიკული, ტექსტური ან სხვაგვარი ნიშანი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საწარმოთა მიერ წარმოებული ერთგვაროვანი ნაწარმის ერთმანეთისგან გასამიჯნავად. რიგ ქვეყანაში არსებობს სასაქონლო ნიშნის ორი სახე: სავაჭრო მარკა და სავაჭრო სახელწოდება;

2. სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისგან. სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე, ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, ბგერები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა. მათ შორის: საქონლის ფორმა ან შეფუთვა, ისევე როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით (საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“, მუხლი 3).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……