სასწავლო შედეგი

სასწავლო შედეგი

ინფორმაციის, უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელსაც მოსწავლეები იძენენ სწავლის პროცესში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ისწავლა მოსწავლემ, არამედ მთავარია ცოდნის ხარისხი: როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია მოსწავლეს ამ ცოდნის გამოყენება ცხოვრების განმავლობაში.

სასწავლო შედეგები განისაზღვრება საგანმანათლებლო პროცესის ნებისმიერი მონაკვეთისთვის (გაკვეთილი, კვირა, ტრიმესტრი, სასწავლო წელი, ზოგადი/უმაღლესი განათლების საფეხური თუ სხვა).

ეროვნულ სასწავლო გეგმაში სწორედ საგნობრივი სტანდარტები ადგენს იმ მიღწევების ანუ შედეგების ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლემ უნდა მიაღწიოს კონკრეტულ საგანში ან/და საგნობრივ ჯგუფში სასწავლო წლისა თუ საფეხურის ბოლოს. სტანდარტის შესრულება ითვალისწინებს ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობების დემონსტრირებას. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ინფორმაციის ეფექტურად და ზნეობრივი პრინციპების გათვალისწინებით გამოყენება.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში თითოეულ საგანში განსაზღვრულია თითოეული კლასის მიხედვით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც თვალსაჩინოს ხდის, მიღწეულია თუ არა რომელიმე კონკრეტული შედეგი. სტანდარტში მოცემული ყველა შედეგი მიღწევადია თითოეული მოსწავლისათვის. თუმცა, ყოველი მოსწავლე, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი ხარისხით მიაღწევს ამ შედეგებს და შესაბამისად შეფასდება მაღალი / დაბალი ქულებით.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……