საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია

E. Georgian Constitution

სახელმწიფოს უზენაესი კანონი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული ძალა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ყველა სახის სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუცია პარლა მენტმა მიიღო 1995 წლის 24 აგვისტოს, ძალაში შევიდა იმავე წლის 1-ელი ნოემბრიდან. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოქმედი კონსტიტუცია. იგი შედგება პრეამბულის, 9 თავისა და 109 მუხლისაგან. კონსტიტუციის პირველ თავში ჩამოყალიბებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის ზოგადი დებულებანი, ცალ-ცალკე თავი აქვს დათმობილი პარლამენტს, პრეზიდენტსა და სასამართლო ხელისუფლებას. ცალკე თავად არის გამოყოფილი, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეობა და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ცალკე თავებშია ჩამოყალიბებული სახელმწიფო თავდაცვის, ფინანსებისა და კონტროლის პრინციპული დებულებები. კონსტიტუციის ბოლო თავები ეხება კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხს და გარდამავალ დებულებებს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……