საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

E. Parliament of Georgia

საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციის ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. საქართველოს პარლამენტს ირჩევენ 4 წლის ვადით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 85 პარლამენტის წევრი აირჩევა ოლქების მიხედვით, მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 150 პარტიული სიების მიხედვით. საქართველოს პარლამენტის არჩევისა და შექმნის წესი განსაზღვრულია კონსტიტუციით და საქართველოს 1995 წლის 1-ელი სექტემბრის ორგანული კანონით საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ. პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……