საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი

E. Public Defender of Georgia

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლით „1. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც 5 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. 2. სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ ორგანოებსა და პირებს. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით“ ამ მუხლის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი (16. V. 1996), რომელიც დაწვრილებით არგულირებს სახალხო დამცვლის უფლება-მოვალეობებს და განსაზღვრვს ამ საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიებს სსდ-ის ფუნქციის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გამოიხატება იმით, რომ პიროვნების უფლებების დაცვის პროცესი შეიძლება დაიწყოს როგორც დაზარალებული პირების საჩივრის საფუძვლზე, ასევე თვით დამცველის ინიციატივით საქართველოს პირველი სახალხო დამცველი არჩეულ იქნა 1997 წელს (იხ. აგრეთვე ომბუდსმენი).

See also: ომბუდსმენი

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……