საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი სპეციალური წოდებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი სპეციალური წოდებები

E. standing special ranks of Ministry of Finance of Georgia

საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი; უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი; უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. საგადასახადო დეპარტამენტის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „საგადასახადო სამსახურის“. საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „საბაჟო სამსახურის“. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი; საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსური პოლიციის გენერალ-მაიორი („სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……