საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო

E. National Central Bureau of INTERPOL in Georgia

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში 20.XI.1993 შექმნილი დამოუკიდებელი სამმართველო, რომელსაც ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ფუნქციები დაეკისრა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 3.1.1994 დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, წარმოადგინოს საქართველო ინტერპოლში – კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციაში. ბიურო თავის საქმიანობაში ძირითადად ხელმძღვანელობს ინტერპოლის წესდებით, სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ეროვნული კანონმდებლობით. ბიურო წარმოადგენს ორი სისტემის სტრუქტურულ რგოლს – ინტერპოლისას და საკუთარი ქვეყნის ეროვნული პოლიციის ძალებს. დაკისრებული ფუნქციების შესრულების პროცესში ბიურო თანამშრომლობს: ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ანალოგიურ ბიუროებთან, ეროვნულ სამართალდამცველ ორგანოებთან, აგრეთვე სხვა კომპეტენტურ უწყებებთან. ბიუროს აქვს საკუთარი სიმბოლიკა და ბეჭედი. სამუშაო რეგლამენტის მიხედვით, ბიუროს აქვს მაკოორდინირებელი ფუნქციები, სამართლებრივი დახმარების თხოვნისა და ექსტრადიციის საკითხების შემთხვევაში კი ოპერატიული სახის დახმარებით შემოიფარგლება, რაც, ძირითადად, ინფორმაციის ქსელით სათანადო შეტყობინებათა გადაცემით გამოიხატება. ბიურო მონაწილეობს ძებნილი დამნაშავის ადგილსამყოფელის დადგენისა და დამნაშავის გადაცემის პროცესში. ოპერატიული ხასიათის შეკითხვებსა და ინფორმაციებს შემდგომი რეაგირებისათვის ბიურო უგზავნის კომპეტენტურ უწყებებს. იმ შემთხევაში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ანალოგიური ბიუროები დახმარებისათვის პირდაპირ მიმართავენ საქართველოს გარკვეული სახის ოპერატიულ-სამძებრო სამსახურს, ეს დახმარება ამ სამსახურის სტრუქტურაში არსებული ოპერატიული ქვედანაყოფების საშუალებით ხორციელდება.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……