საქმიანობა ეკონომიკური არასამეწარმეო

საქმიანობა ეკონომიკური არასამეწარმეო

E. economic non-entrepreneurial/nonbusiness activity

არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება: ერთი პირის მიერ მეორე პირისათვის საფასურის გადახდით ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) დროებით მფლობელობაში, სარგებლობაში ან მართვაში გადაცემა ამ ქონებაზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების გადაცემისა და მისი შემდგომი გასხვისების შესაძლებლობის გარეშე, თუ ასეთი გადაცემა არ განეკუთვნება ფინანსურ საქმიანობას და ქონების მიმღები პირისათვის არ წარმოშობს გადაცემული ქონების მიზნობრივ გამოყენებასთან დაუკავშირებელ დამატებით ვალდებულებებს ან ამ ქონების ფლობისთვის, გამოყენებისა და მართვისთვის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი. არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას განეკუთვნება:

ა) ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით სამუშაოს შესრულება საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით;

ბ) ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში;

გ) ქონების იჯარით გაცემა;

დ) ქონების მართვა მინდობილობით;

ე) არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას უთანაბრდება: საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის ან ფასიანი ქაღალდების შეძენა (რეალიზაცია), ობლიგაციების და სხვა სავალო ვალდებულებათა შეძენა (რეალიზაცია), საპაიო საინვესტიციო ფონდში პაის შეძენა (რეალიზაცია); გამყიდველის საკუთრებაში არსებული საავტორო ან სხვა ანალოგიური უფლების რეალიზაცია;

ვ) ფიზიკური პირის საქმიანობა, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 8).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……