საქმიანობა საქველმოქმედო

საქმიანობა საქველმოქმედო

E. charity/compationate actions

მატერიალური დახმარების უშუალოდ გაწევა, მათ შორის, გრანტით ან სხვა დახმარებით (შემწეობის) იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ასეთ დახმარებას, ან ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც უშუალოდ უწევენ ასეთ დახმარებას, აგრეთვე, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა. საქველმოქმედო საქმიანობას განეკუთვნება დახმარება (შემწეობა), რომელიც გაეწევა:

ა) ნაკლებუზრუნველყოფილ ფიზიკურ პირებს ან იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ ადაპტაციას ან სოციალურ დაცვას;

ბ) ბავშვებს, რომლებსაც არა ჰყავთ მშობლები (მშობელი), სკოლამდელ ან სხვა საბავშვო დაწესებულებებს, აგრეთვე, სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ასეთი ბავშვების მოვლაპატრონობას;

გ) ინვალიდებს ან მოხუცებს, აგრეთვე, ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ინვალიდების ან მოხუცების მოვლა-პატრონობას;

დ) ფიზიკურ პირებს, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას (შემწეობას ან სპეციალურ მოვლას) სამედიცინო ან მასთან დაკავშირებული მომსახურების (მათ შორის, ასეთი მომსახურების გაწევის ადგილამდე მგზავრობის) ანაზღაურების სახით; აგრეთვე, სამედიცინო დაწესებულების სტატუსის მქონე ორგანიზაციებს;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტიპენდიების დაწესების ჩათვლით;

ვ) მეცნიერებისა და კულტურის დაწესებულებებს;

ზ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ფიზიკურ პირებს მათი ტალანტის განვითარებისათვის;

თ) დაბინძურების ან სხვა მავნე ზემოქმედებისაგან მოსახლეობის ან ბუნების დაცვისათვის;

ი) რელიგიურ ორგანიზაციებს;

კ) სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესებისათვის.

პირისათვის გაწეული დახმარება (შემწეობა) არ ჩაითვლება საქველმოქმედო საქმიანობად, თუ:

ა) ასეთი დახმარების (შემწეობის) მიმღებ პირს წარმოექმნება ქონებრივი ან არაქონებრივი ხასიათის ვალდებულება (გარდა ვალდებულებისა, გამოიყენოს მიღებული სახსრები ან ქონება მხოლოდ მიზნობრივი დანიშნულებით) იმ პირის მიმართ, რომელმაც გაუწია მას ასეთი დახმარება;

ბ) ასეთი დახმარების (შემწეობის) გამცემი და მიმღები პირები წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს;

გ) ასეთ დახმარებას (შემწეობას) აქვს პოლიტიკური ხასიათი, რომელიმე პოლიტიკური პარტიისათვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის (მოძრაობისათვის), საარჩევნო გაერთიანების ან ცალკეული ფიზიკური პირისათვის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად სახსრების გადარიცხვის ჩათვლით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 10).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……