საქონელი

საქონელი

E. commodity, goods

1. მატერიალური ან არამატერიალური ქონება;

2. ნაწარმი, რომელსაც აქვს ღირებულება და შეიძლება გაიყიდოს ან გაიცვალოს;

3. ნებისმიერი ქონება, მათ შორის ფული, ფასიანი ქაღალდები და სავალუტო ფასეულობა, ელექტრო და თბოენერგია, გაზი, წყალი და სატრანსპორტო საშუალებები (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 5.ა);

4. ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგნები (მ.შ. ნედლეული, ნაკეთობები, მოწყობილობები, შენობა-ნაგებობები, წარმოების სხვა საშუალებები და მოხმარების საგნები) როგორც მყარ, ასევე თხევად და აიროვან მდგომარეობაში, აგრეთვე, ელექტროენერგია, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, როცა ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება თვით საქონლის ღირებულებას („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. საქონელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7;   მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი. დღგ-ის მიზნებისათვის საქონელს არ განეკუთვნება ფული და მიწა.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 17;   ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (მათ შორის, ნედლეული, ნაკეთობა, მოწყობილობა, შენობა, ნაგებობა, წარმოების სხვა საშუალება, მოხმარების საგანი) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე ელექტროენერგია, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას.   Source: საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3;   ;   ;   ;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……