საქორწინო ასაკი

საქორწინო ასაკი

E. marriage age

საქართველოს კანონმდებლობით საქორწინო ასაკად დაწესებულია თვრამეტი წელი. გამონაკლის შემთხვევაში თექვსმეტი წლის ასაკიდან დაქორწინება დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე უარის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას (ფაქტობრივი ცოლქმრული ურთიერთობა, ბავშვის გაჩენა და ა.შ.), დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვა, შეუძლია გასცეს სასამართლომ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1108). საქორწინო ასაკის მაქსიმალური ზღვარი და დასაქორწინებელთა ასაკობრივი სხვაობა კანონით არ არის შეზღუდული.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……