საწარმო მცირე

საწარმო მცირე

E. small business

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა და საწარმოს წლიური ბრუნვა არ აღემატება შემდეგ ზღვრულ ოდენობას: მცირე საწარმოებისათვის – 20 დასაქმებულსა და 500 ათას ლარს; საშუალო საწარმოებისათვის – 100 დასაქმებულსა და 1500 ათას ლარს. ამასთან, საწარმო არ ჩაითვლება მცირედ ან საშუალოდ, თუ: მისი საწესდებო კაპიტალის 25%-ზე მეტი ეკუთვნის პირს ან პირებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მცირე და საშუალო საწარმოთა კანონით დადგენილ მოთხოვნებს; მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბანკო, სადაზღვევო და სხვა სახის ფინანსური მომსახურება (საქართველოს კანონი „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“, მუხლი 2, 3).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……