საწარმო

საწარმო

E. enterprise (firm)

It. firma

1. მოგების მიზნით შექმნილი იურიდიული პირის უფლების მქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის სავაჭრო მარკითაც იყიდება საქონელი ან გამოდის ნაწარმი;

2. პირთა და ქონების ორგანიზაციულ-ეკონომიკური ერთიანობა;

3. წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილნი არიან ასეთი საქმიანობის განსახორციელებლად (საგადასახადო კოდექსი, მუხლი 12).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის საწარმო.   Source: საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……