სახელმწიფო მოსამსახურისადმი წაყენებული სპეციალური მოთხოვნები

სახელმწიფო მოსამსახურისადმი წაყენებული სპეციალური მოთხოვნები

E. special requirements for public servant

სამსახურში შესვლისას, აგრეთვე, შემდგომ ყოველწლიურად, მოსამსახურე (პრეტენდენტი) საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს წარუდგენს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ ცნობას – დეკლარაციას. სამსახურში მიღებისას აუცილებელია პირმა წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) მოსამსახურე, რომელიც რეგისტრირებულია კანდიდატად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, მოვალეა იხელმძღვანელოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით; მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით, ამასთან, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს მან უნდა წარუდგინოს: წერილობითი განცხადება; ავტობიოგრაფია; ხელწერილი კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შესახებ; განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; უკვე გაცემული შრომის წიგნაკი; ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საგადასახადო სამსახურიდან; სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი: 18, 21, 25).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……