სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა

E. public-political post

საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და რომლის არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით. სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის პირებს წარმოადგენენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;

გ) საქართველოს მთავრობის წევრი;

დ) აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 1.3).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა – State-Political Position  – საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციით.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……