სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შეზღუდვა

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შეზღუდვა

E. limitation/restraint of publication/promulgation of State secret constituent information

პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოსაქვეყნებლად, გასავრცელებლად ან საზღვარგარეთ გასატანად მასალების მომზადებისას საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და ფიზიკური პირები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის მიზნით ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებით; პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია; პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების წინასწარი კონტროლი დაუშვებელია (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, მუხლი 33).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……