სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლება

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლება

E. right of acquaintance with State secret constituent information

თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირისთვის მიცემული შესაძლებლობა გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალას. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ხდება იმ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სადაც ინახება ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებული ცნობების შემცველები. უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაიშვებიან „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე. მათ მიმართ მოქმედებს ისეთივე წესები, როგორც საქართველოს მოქალაქეების მიმართ (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, მუხლები 1.8 31.1.2).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლება – თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირისათვის მიცემული შესაძლებლობა გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალას.   Source: საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……