სახელმწიფო სამსახური

სახელმწიფო სამსახური

სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მოხელეები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო პოლიტიკას. ტერმინს საფუძვლად უდევს ბრიტანული ბიუროკრატიული ტრადიცია, რომელიც განასხვავებდა სახელმწიფოს სამსახურში მყოფ სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს. ეს სამოქალაქო მოხელეები, როგორც წესი, წარმოადგენენ სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებულ აღმასრულებელ ინსტიტუტებს. მთლიანობაში მოსამსახურეთა ეს კორპუსი, რომელთა შორის ანაზღაურება საზოგადოების სახსრებით უნდა განხორციელდეს, ყველა ქვეყანაში წარმოადგენს ამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუროკრატიას. მოხელეთა ასეთი ერთიანობის ერთ–ერთ ყველაზე სპეციფიკურ ნიშანს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში მათი პოლიტიკური ნეიტრალობა წარმოადგენს. მმართველობის ასეთი სტრუქტურა ემორჩილება არჩევით მთავრობას, განურჩევლად მისი პარტიულობისა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. civil service

სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მოსამსახურეების საქმიანობა, რომელთა მიზანია ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის გატარება. „სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს“ (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 1,2).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სახელმწიფო სამსახური – Civil Service  – სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მოხელეები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო პოლიტიკას.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……