სენატი

სენატი

ტერმინი ლათინური წარმოშობისაა, ძველი რომის რესპუბლიკაში თავდაპირველად შეიქმნა როგორც უხუცესთა საბჭო. თანამედროვე მსოფლიოს ზოგმა სახელმწიფომ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ და სხვებმა თავიანთი საკანონმდებლო ორგანოს მეორე – ზედა პალატას ეს სახელი უწოდეს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. senate

L. senatus, senex ხანში შესული, უხუცესი

1. რიგ ქვეყნებში პარლამენტის ზედა პალატა;

2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ზედა პალატა. სენატი შედგება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატის შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 4).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……