სერვერი

სერვერი

E. server, to serve მომსახურება

1. საინფორმაციო სისტემებთან დაშვების პროცესის მმართველი პროგრამა;

2. საინფორმაციო სისტემებთან დაშვების პროცესში მოსარგებლის მომსახურების ფუნქციის შემსრულებელი კომპიუტერი;

3. მომსახურე მოწყობილობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სერვერი – (ინტ.) server  ობიექტი, რომელიც სხვა ობიექტების მომსახურებას ეწევა მათი მოთხოვნების შესაბამისად – ინახავს, ახარისხებს და ავრცელებს ინფორმაციას. ინტერნეტში – ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი (ან მასზე მომუშავე პროგრამა) არის სერვერი, თუ იგი რაიმე სახის მომსახურებას უწევს ქსელის სხვა კომპიუტერებს  (კლიენტებს). დანიშნულების მიხედვით (ფუნქციური ნიშნით), სერვერები სამ დიდ ჯგუფად იყოფა: რესურს – სერვერები მართავენ ქსელისათვის საერთო რესურსებს და მიაწოდებენ მათ კლიენტებს მოთხოვნების შესაბამისად. მათ მიეკუთვნებიან: ვებ – სერვერები; FTP – სერვერები; რადიო – ვიდეოს ტრანსლატორი სერვერები; საინფორმაციო საძიებო სერვერები; კავშირის სერვერები ასრულებენ მომხმარებელთა ურთიერთქმედების უზრუნველყოფის ფუნქციებს. მათ მიეკუთვნება :  საფოსტო და ინტერნეტ  – ტელეფონის სერვერები; დამხმარე – სამოსამსახურო: DNS – სახელების, შეტყობინებათა რიგის, ქსელთაშორის დამაკავშირებელი, პროქსი სერვერები და აშ.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……