სერტიფიკატი

სერტიფიკატი

Fr. sertificat

L. Certifico – ვამტკიცებ

დოკუმენტი, რომელიც, საზოგადოდ, საქონლის ხარისხს ამტკიცებს. საგანმანათლებლო სივრცეში სერტიფიკატი ეძლევა პედაგოგს კვალიფიკაციის დადასტურების მიზნით. 2009 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესს (მასწავლებლისთვის პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება ან/და განახლება). მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეეძლებათ განათლების ბაკალავრებსა და მაგისტრებს სკოლაში ერთწლიანი გამოსაცდელი პეროდისა და სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ. განათლების ბაკალავრებს უფლება ექნებათ ასწავლონ დაწყებით კლასებში, ხოლო განათლების მაგისტრებს – დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. უფრო დეტალურად მასწავლებლთა სერტიფიცირების შესახებ იხილეთ მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

E. certificate

L. certum – სწორი, უტყუარი, facere – კეთება

1. მოწმობა, წერილობითი ცნობა, რომელიც გაცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ და ადასტურებს მისი მფლობელის გარკვეულ უფლებებს;

2. საფინანსო დოკუმენტი, რომელიც ეძლევა მესაკუთრეს ფასიანი ქაღალდის სანაცვლოდ. იგი ინახება ან საკრედიტო დაწესებულებაში, ან ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმში, ან კიდევ დაცულია ჩანაწერების სახით შესაბამისი დაწესებულებების წიგნებში;

3. მფლობელის საკუთრებაში არსებული საქონლის გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……