სერტიფიკაცია სავალდებულო

სერტიფიკაცია სავალდებულო

E. obligatory certification

დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის სავალდებულო დადასტურება, რომელიც გამოიყენება პროდუქციის ცალკეულ სახეობათა მიმართ. მისი ორგანიზება და სამუშაოთა ჩატარება ეკისრება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საქსტანდარტს), ხოლო პროდუქციის ცალკეულ სახეობათა მიმართ სავალდებულო სერტიფიკაციის განხორციელება ეკისრება აღმასრულებელი ხელისუფლების ან სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და იურიდიულ პირებს საკუთრების ფორმის განურჩევლად. პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაციის სქემას ადგენს საქსტანდარტი, აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო ან სხვა სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის პრაქტიკის გათვალისწინებით. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა თავიანთი კომპეტენციის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებულ პროდუქციაზე შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია: პროდუქციის რეკლამირება. სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ იმპორტულ პროდუქციაზე სერტიფიკატს, შესაბამისობის ნიშანს ან აღიარების დოკუმენტს გასცემს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო („პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……