სისტემური ვასკულიტები

სისტემური ვასკულიტები – დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან  სისხლძარღვის კედლის ანთებითი რეაქციით მიმდინარე სისხლძარღვების სისტემური დაზიანებით. განასხვავებენ პირველად სისტემურ ვასკულიტებს, რომელთა დროსაც სისხლძარღვთა სისტემური დაზიანება წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას, და მეორად სისტემურ ვასკულიტებს, რომელიც ვითარდება რაიმე ინფექციური, ალერგიული ან სხვა დაავადების ფონზე. რიგ შემთხვევებში მეორადმა სისტემურმა ვასკულიტებმა შეიძლება შეიძინონ გარკვეული მნიშვნელობა დაავადების კლინიკურ სურათში, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი  მგლურას, სისტემური სკლეროდერმიის დროს. პირველადი სისტემური ვასკულიტების  ძირითადი ნოზოლოგიური ფორმებია: ჰემორაგიული ვასულიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ვეგენერის გრანულომატოზი, მაობლიტირებელი თრომბანგიიტი, გუდსპაჩერის, ტაკაიასუს  სინდრომები, კვანძოვანი პერიარტერიიტი.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……