სისხლის სამართლის საეთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე

სისხლის სამართლის საეთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე

E. International Criminal Tribunal foR Former Yugoslavia

დაარსდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წლის #827 რეზოლუციის საფუძვლზე. ტრიბუნალი უფლებამოსილია, გნახოციელოს სასამართლო დევნა იმ პირთა მიმართ, რომლებმაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. წესდების შესაბამისად, ტრიბუნალი განახორციელებს დევნას შემდეგი დანაშაულების ჩადენისათვის: 1) გენოციდი, 2) ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, 3) ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და დამატბითი ოქმების საერთო მე-3 მუხლის დარღვევა, აგეთვე ისეთი დანაშაულებისათვის, როგორიცაა: განზრხ მკვლელობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სამოქალაქო პირების მძევლად აყვანა ან მათი უკანონოდ დეპორტაცია და სხვ. ტრიბუნალთან ერთად პარალელურ იურისდიქციას ახორციელებს ეროვნული სასამართლოები. არც ერთი პირი არ შეიძლბა პასუხისგებაში მიეცეს ორივე სასამართლო ორგანოს მიერ, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: 1) თუ ეროვნულმა სასამართლომ დააკვალიფიცირა ქმედება როგორც ჩვულებრივი დანაშაული დ არა წესდების მიხედვით; 2) თუ სასამართლო პროცესი არ იყო მიუკერძოებელი და მიზნად ისახავდა ბრალდებულისათვის საერთაშორისო პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ან თუ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული. ტრიბუნალი შედგება შემდეგი ორგანოებისაგან: 1) კამერები (სასამართლო და სააპელაციო); 2. ბრალმდებელი (პროკურორის ოფისი), რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭო გენერალური ასამბლეის რეკომენდაციის საფუძვლზე ნიშნავს. 3) სამდივნო. სასამართლო კამერები შედგება 3 მოსამართლისაგან, სააპელაციო – 5 მოსამართლისაგან. ტრიბუნალის შემადგნლობაში სულ 11 მოსამართლეა, რომელთაც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ წარმოდგნილი სიიდან გაეროს გენერალური ასამბლეა ირჩევს 4 წლის ვადით. სასჯელის მოხდის ადგილს განსაზღვრავს ტრიბუნალი სახელმწიფოთა იმ სიიდან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პირთა მიღებაზე. ტრიბუნალის ადგილსამყოფელია ქ. ჰააგა.

See also: ეთნიკური წმენდა

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……