სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

E. International Criminal Court

საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი ორგანო. მისი შექმნა გათვალისწინებულია 1998 წლის რომის სტატუტით, რომელიც ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ივლისს. საქართველომ სტატუტის რატიფიკაცია მოახინა 2003 წლის 5 სექტემბერს და სამი თვის შემდეგ გახდა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. 2004 წლის დამლევისათვის სტატუტის მონაწილეთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია. სასამართლო უფლებამოსილია, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ დანაშაულისათვის, რომლებიც დაფიქსირებულია სტატუტში. მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კოდექსსა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებში. აგრეთვე სსსს წყაროებად გამოიყენებს საერთაშორისო სამართლის საყოვლთაოდ აღიარებულ ნორმებს; მსოფლიო სამართლებრივ სისტმებზე დაყრდნობთ სამართლის ზოგად პრინციპებს. სტატუტის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, განახორციელოს დევნა შემდეგი დანაშულების ჩადენისათვის: 1) გენოციდი: 2) დანაშაულებანი ადამიანურობის წინააღმდეგ: 3) ომის დანაშაულები. სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადნილია სტაუტის ძალაში შესვლის შემდეგ. სსსს ახორციელებს პარალელურ იურისდიქციას ეროვნულ სასამართლოებთან ერთად. პირი არ შეიძლბა პასუხისგებაში მიეცს ორივე სასამართლო ოგანოს მიერ, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: 1) თუ სასამართლო პროცესი არ იყო მიუკერძოებლი; 2) თუ სასამართლო პროცესი მიზნად ისახავდა ბრალდბულისთვის საერთაშორისო პასუხისმგბლობის თავიდან აცილებას ან თუ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული. იმ დანაშაულის მიმართ, რომლებიც სსსს-ს იურისდიქციას ექვემდებარება, არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. სასამართლო შედგება შემდეგი ორგანოებისაგან: 1) პრეზიდიუმი (შედგება თავმჯდომარისა და ორი ვიცე-თავმჯდომარისგან); 2) სააპელაციო განყოფილება, სასამართლო განყოფილება და წინასწარი წარმოების განყოფილება; 3) პროკურორის კანცელარია; 4) სამდივნო. სსსს-ს ოფიციალური ენებია: არაბული, ესპანური, ინგლისური რუსული, ფრანგული და ჩინური. სამუშაო ენებია: ინგლისური და ფრანგული (იხ. ოფიცალური და სამუშაო ენები). სასამართლოს ადგილსამყოფლია ქ. ჰააგა.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……