სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებები

სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებები

სისხლის საპროცესო- სამართლებრივი იძულების სახეებია:

ა) მტკიცებულებათა შეკრების უზრუნველყოფა, თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება დათვალიერების, შემოწმების, ექსპერტიზის, ჩხრეკის, ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის ჩატარებისას;

ბ) ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო თუ სხვა დამაბრკოლებელი ქცევა, რომელიც ხელს უშლის ამ საქმის სწორად გადაწყვეტას: დაკავება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თანამდებობიდან გადაყენება, ქონებაზე ყადაღის დადება;

გ) ჯარიმები, სახდელები და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები – იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვისას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 133).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……