სიცოცხლის უფლება

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ბლოგზე  განხილული  გვაქვს  ევთანაზიააბორტი.  შესაბამისად  სიცოცხლის  უფლების  თემატიკასაც  შევეხეთ  რამდენჯერმე.  თუმცა,  ამჯერად  გადავწყვიტე  სიცოცხლის  უფლება  საერთაშორისო  სამართლის  მხრიდან  განმეხილა.  კერძოდ,  შემოგთავაზოთ  ევროსასამართლოს  მიერ  გამოტანილი  საინტერესო  გადაწყვეტილებები  ევროპული  კონვენციის  მეორე  მუხლზე  აღძრული  საქმეების  შესახებ.

მუხლი  2  –  სიცოცხლის უფლება

ადამიანის უფლება სიცოცხლეზე დაცული იქნება კანონის მიერარავის სიცოცხლე არ შეიძლება იყოს განზრახ ხელყოფილი გარდა იმ შემთხვევებისაროდესაც სრულდება სასამართლოს განჩენი პიროვნების დამნაშავედ აღიარების შემდეგ და როცა ასეთ სასჯელს ითვალისწინებს კანონი.
სიცოცხლის წართმევა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგო ქმედებადთუ იგი წარმოადგენს ძალის გამოყენების შედეგსრომელიც არ სცილდება საჭიროების ფარგლებს:
ნებისმიერი პიროვნების უკანონო ხელყოფისაგან დასაცავად;
რათა მოხდეს კანონიერი დაპატიმრება ან აღიკვეთოს კანონიერად დაკავებული პირის გაქცევა.
ამბოხებასა და ჯანყის ჩასახშობად კანონიერად მიღებული ზომების დროს

ევთანაზიის  შესახებ  ევროსასამართლომ Pretty  v.  the  United  Kingdom  საქმეში  იმსჯელა  და  დააფიქსირა,  რომ  მე-2  მუხლი  ერთმნიშვნელოვნად  უზრუნველყოფს  სიცოცხლის  უფლებას  და  მასში  არსად  არ  არის  მინიშნებული  სიკვდილის  უფლება.

აბორტის  შესახებ  ევროსასამართლომ  იმსჯელა  სხვადასხვა  საქმეებში.    H.  v.  Norway  –  სასამართლომ  აღნიშნა,  რომ  წევრი  ქვეყნის  კანონმდებლობა  შეესაბამება  კონვენციის  მოთხოვნებს,  თუ  იგი  უშვებს  აბორტს  მე–13  კვირამდე;  12–18  კვირამდე  ექიმების  ნებართვით;  18  კვირის  შემდეგ  –  მხოლოდ  სასიცოცხლო  აუცილებლობით.  Vo.  v.  France  ქეისში  კი  სასამართლომ  დააფიქსირა,  რომ  დაუბადებელი  ბავშვი  არ  არის  “პირი”,  რომელიც  პირდაპირ  სარგებლობს  ევროპის  ადამიანის  უფლებათა  კონვენციის  მე-2  მუხლის  დაცვით.  იმ  შემთხვევაშიც  კი,  თუ  დაუბადებელ  ნაყოფს  აქვს  “სიცოცხლის  უფლება”,  ეს  უფლება  შეზღუდულია  დედის  უფლებებითა  და  ინტერესებით.

ადრეც  აღვნიშნე,  რომ  სახელმწიფოს  გააჩნია  როგორც  ნეგატიური  ვალდებულება,  თვითონ  არ  განახორციელოს  არასათანადო  მოპყრობა  არამედ  პოზიტიურიც,  –  უზრუნველყოს    ეფექტიანი  გამოძიება  მსგავსი  დარღვევის  ეჭვის  არსებობისას.  კერძოდ,  Anguelova  v.  Bulgariaსაქმეში  არაეფექტიანი  გამოძიების  გამო  სასამართლომ  მიიჩნია,  რომ  დაირღვა  სიცოცხლის  უფლება.  სასამართლომ  დაადგინა,  რომ  ბულგარეთის  ხელისუფლების  ორგანოებმა  დაარღვიეს  კონვენციის  მე-2  მუხლის  პროცედურული  მხარეც.  ანუ,  არ  უზრუნველყვეს  დაზარალებული  დაუყოვნებელი  სამედიცინო  დახმარებით,  მაშინ  როცა  აშკარა  იყო,  რომ  იგი  სიკვდილს  ებრძოდა.

ნეგატიური  ვალდებულების  მაგალითად  განვიხილავდით  საქმეს  Andronicou  and  Constantinou  v.  Cyprus,  რომელშიც  გამოყენებულ  ძალას  არ  გადაუჭარბებია  იმ  მოცულობისათვის,  რომელიც  “აბსოლუტურად  აუცილებელი”  იყო  მოცემულ  ვითარებაში.  სასამართლოს  აზრით,  პოლიციის  მიერ  განხორციელებული  ოპერაცია  ადეკვატურად  იყო  დაგეგმილი.  ასეთ  ვითარებაში  სასამართლოს  მიერ  გამოყენებული  ტესტი  ისაა,  რომ  ოპერაციის  დროს  მაქსიმალურად  შესაძლებელ  ფარგლებში  უნდა  შემცირდეს  პირის  სიცოცხლის  წართმევის  საფრთხე.