სკოლის თვითშეფასების სისტემა

სკოლის თვითშეფასების სისტემა

სკოლის თვითშეფასების სისტემა არის თანმიმდევრულად გამოყენებული თვითგამოკვლევის მეთოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელია სკოლის სწავლება-სწავლის პროცესის ხარისხის გაუმჯობესება, სკოლის შემდგომი განვითარების გზების დასახვა მოძიებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.

სკოლის თვითშეფასების სისტემის გამოყენება გულისხმობს სკოლის დახმარებას – რეალურად არსებული სირთულეების აღმოჩენასადა მათი დაძლევის გზების მოძებნას სკოლის მთავარი ამოცანების გადასაწყვეტად.

სკოლის თვითშეფასების პროცედურას ახორციელებს სპეციალური გუნდი, რომლის შემადგენლობა შეიძლება დაკომპლექტდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტებით (განათლების სპეციალისტი, სკოლის ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და სხვ.), რომლებიც ერკვევიან ყველა სახის სასკოლო საქმიანობაში, სკოლის ადმინისტრაციის წევრებით და საგანგებოდ მომზადებული მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა ჯგუფებით. ისინი ერთობლივად იკვლევენ წინასწარ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროცესებს, განსაზღვრავენ სკოლის საჭიროებებს და ასევე ერთობლივად გეგმავენ მომდევნო აქტივობებს.

კვლევის საგანი შესაძლოა გახდეს: საგანმანათლებლო პროგრამების დაძლევის, სკოლის/კლასის მართვის/ხელმძღვანელობის, ფინანსური მართვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოსწავლეთა მიღწევების, მოსწავლეთა შეფასების საკითხები, სკოლის შიდა და სკოლის გარეთა საქმიანობა. აგრეთვე, შესაძლებელია შესწავლილ იქნას სასწავლო გარემო, მოსწავლეთა მოვალეობების/დისციპლინის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დაცვის, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა/ოჯახის მონაწილეობის საკითხები და სხვა.

ინფორმაცია იკრიბება მოსწავლეთა აკადემიური წარმატებების მაჩვენებლების, პორტფოლიოების, სასკოლო დოკუმენტაციის, ინტერვიუების, დაკვირვების, გამოკითხვების და სხვა საკლასო გამოკვლევების სხვადასხვა რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების საფუძველზე.

სკოლის თვითშეფასების საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს წერილობითი ანგარიში. შეკრებილი მასალა ანალიზდება გუნდის კომპეტენტური წევრების მიერ, რომლებიც გუნდის ყველა წევრთან ერთად პასუხისმგებლები არიან სკოლის მომავალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……