სოციალური დაზღვევის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი

სოციალური დაზღვევის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი

E. social insurance taxable

გადასახადის გადამხდელების „ა“ ქვეპუნქტში დასახელებული გადასახადის გადამხდელებისთვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ხელფასი, სოციალური გადასახადის გადამხდელების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტია სამუშაოს შესრულებისათვის ან მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასური ან სარგებელი. საქართველოს „საგადასახადო კოდექსის“ „ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებით“ გათვალისწინებული მოთხოვნა დაბეგვრისაგან გათავისუფლების შესახებ გამოიყენება აგრეთვე სოციალური გადასახადის გამოანგარიშებისას; სოციალური გადასახადის გადამხდელების „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტი იგივეა, რაც „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელფასების ან სხვა ანაზღაურებისათვის; სოციალური გადასახადი გადამხდელების „დ“ ქვეპუნქტში დასახელებული გადამხდელებისთვის დაბეგვრის ობიექტია ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის „საშემოსავლო გადასახადის შესახებ“ გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად; სოციალური გადასახადის გადამხდელების „ე“ ქვეპუნქტში დასახელებული გადამხდელებისთვის დაბეგვრის ობიექტია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე – 2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 186).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……