სოციალური დაზღვევის გადასახადის საგადასახადო შეღავათი

სოციალური დაზღვევის გადასახადის საგადასახადო შეღავათი

E. exemption from social insurance tax

დაბეგვრისაგან თავისუფლდება:

ა) სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის აღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულ პირთათვის გადახდილი თანხები;

ბ) შრომისუუნარობის დროებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფონდიდან მიღებული ანაზღაურება;

გ) გრანტით მიღებული სახსრებიდან ორგანიზაციების მიერ გაცემული ანაზღაურება (გათავისუფლება ეხება მხოლოდ ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას);

დ) დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებში დაქირავებით მომუშავე იმ პირთა შემოსავალი, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქენი;

ე) საქართველოს იმ არარეზიდენტი პირის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი, რომელიც საგადასახადო წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება 90-ზე ნაკლები დღის მანძილზე, თუ ეს შემოსავალი გაიცემა საქართველოს არარეზიდენტი სამუშაოს მიმცემის მიერ ან მისი სახელით, და არა – არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ, აგრეთვე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად დაქირავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალი (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 187).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……