სოციალური დიალოგი

სოციალური დიალოგი

E. Social Dialogue

სოციალური დიალოგი აღნიშნავს კონსულტაციათა პროცესს სოციალურ პარტნიორებს (დამსაქმებლები და დასაქმებულები) შორის (პროფესიული კავშირები: UNICE, CEEP, ECH) საერთო ევროპულ დონეზე. ეს პროცესი გულისხმობს დისკუსიების გამართვას, ერთობლივ ქმედებათა შემუშავებას და მოლაპარაკებებს ევროპულ სოციალურ პარტნიორებს შორის, ასევე, დისკუსიებს სოციალურ პარტნიორებს და ევროკავშირის სტრუქტურებს შორის \nეს პროცესი ევროპის კომისიამ წამოიწყო 1985 წელს. ერთიანი ევროპული აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ევროგაერთიანების ხელშეკრულება კომისიისაგან მოითხოვს დიალოგს სოციალურ გაერთიანებებთან (მუხლი 139, ყოფილი მუხლი 118ბ). დღემდე შემუშავებულია თხუთმეტზე მეტი ერთობლივი მოსაზრება ეკონომიკურ ზრდაზე, ახალი ტექნოლოგიების შემოღების, განათლებისა და პროფესიული გადამზადების საკითხებზე. სოციალური დიალოგი შესაძლოა დასრულდეს საკონტრაქტო ურთიერთობებით, შეთანხმებების ჩათვლით, რომელთა აღსრულებაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრების საბჭო კომისიის წინადადების საფუძველზე. დამქირავებლებსა და მუშაკებს შორის დღემდე მიღწეულია ორი შეთანხმება – დეკრეტულ შვებულებაზე და ნახევარგანაკვეთიან სამუშაო დროზე.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……