სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები

E. Social, Economic and Culuar Rights

არც ისე დიდი ხანია, რაც სხელმწიფოთა კანონმდებლობებსა და საეთაშორისო დოკუმნტებში სოციალურ-ეკონომიკური უფლბების ასახვა დაიწყო XVIII-XIX საუკუნეთა საკანონმდებლო აქტები თუ კონსტიტუციები, რომლებიც ადამიანის უფლებებს ასახავდა, ძირითადად პოლიტიკურ თუ სამოქალაქო უფლებებზე ამახვილებდა ყურადღებას. ეკონომიკური და სოციალური უფლებები განიხილებოდა როგორც მათი განვითარების დამატბითი საშუალება. მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო უფლებათა ამ ბლოკის ასახვა ნაციონალურ კანონმდებლობაში. ამავე პერიოდს მიეკუთვნება პირველი საერთაშორისო დოკუმნტებიც, რომლებიც ამ სფეროს არეგულირბენ (ძირითადად ეს არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მიღებული კონვენციები). მაგრამ სახელმწიფოები როდი აღიარებენ სეკუ-ს დიდი ენთუზიაზმით, რასაც შიდასახლმწიფოებრივი ეკონომიკური განვითარების არსაკმარისი მდგომარეობით ხსნიდნენ \nბოლო ათწლეულებში შეიმჩნევა ახალი მიდგომა იმ უფლებათა მიმართ, როგორც უნივერსალურ, ასევე რეგიონალურ დონეზე. ამის დასტურია 1986 წლს ლიმბურგის უნივერსიტეტში (ჰოლანდია) ჩატარებულ შეხვედრაზე მიღებული პრინციპები \n1.ყველა უფლება და თავისუფლება, სოციალურ-ეკონომიკურის ჩათვლით, განუყოფელი და ურთიერთდამოკიდებულია. ისინი საერთაშორისო სამართლის განუყრელ ნაწილებად ითვლებიან \n2. ეკონომიკური, სოცალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტი წევრი სახლმწიფოებისათვის იურიდიულად სავალდებულოა \nსაერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მიმათ ასეთი ყურადღება განპირობებულია იმით, რომ „თავისუფალი პიროვნების იდეალის განხორციელება შეიძლბა მხოლოდ მაშინ, თუ შეიქმნა ისეთი პირობები, როცა თითოეული შეძებს ისარგებლოს თავისი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით, ისევე როგორც თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებით�� \nეკონომიკურ-სოციალურმა და კულტურულმა უფლბებმა – შრომის უფლება, სოციალური უზრუნვლყოფის უფლებები, განათლების უფლება და სხვა – ნორმატიული გამოხატულბა პოვა როგორც უნივერსალურ (საერთაშორისო პაქტში სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ (1966 წელი), ასევე რეგიონულ დონზე (ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია, აფრიკის კავშირი). ევროპაში ეს უფლებები აისახა ევროპის სოციალურ ქარტიაში (1961 წელი, შესწორდა 1969 წელს). სახელმწიფოს პაქტისაგან განსხვავებით, რომლის იმპლემენტაციაც, შესაბამისი რესურსებიდნ გამომდინარე, თანდათანობით შეუძლია, ქარტიის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულბები დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……