სოციალური იერარქია

სოციალური იერარქია

იერარქიული სტრუქტურა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სოციალური სტატუსის, შემოსავლების, პრესტიჟის, ძალაუფლებისა და დაქვემდებარების მიმართებათა უთანასწორობა და რომელიც სოციალური კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გვევლინება. ს.ი. თანმიმდევრულ დაქვემდებარებაში (სუბორდინაციაში) მყოფი ელემენტების სისტემაა, ს.ი-ის იდეა, როგორც დაბლიდან მაღლისაკენ განლაგებული, თანმიმდევრულ დაქვემდებარებაში მყოფი ელემენტების სისტემა, რომელიც სოციალური მთელის მრავალდონაიანობას ასახავს, სოციოლოგიაში ფართოდ გავრცელდა მას შემდეგ, რაც მ. ვებერმა ბიუროკრატიული იერარქიის ცნება შემოიტანა. თანამედროვე სოციალურ თეორიებში იერარქიის ცნება სოციალური აგენტებისა და მათი ურთიერთობების ნებისმიერი სისტემის აღსანიშნავად გამოიყენება. იერარქიის ცნებას XX ს-ში ყველაზე მეტად იყენებდა ტ. პარსონსი. ამ ცნებით ის აღნიშნავდა სირთულის შესაბამისად აღმავალი და დაღმავალი ორგანიზაციების სისტემებს (სოციალური მოქმედების ქვესისტემათა იერარქია). განსხვავებით პარსონსისაგან, ნ. ლუმანი არ იზიარებდა სოციალური სისტემების იერარქიულობის იდეას. მისი აზრით, სოციალური სისტემები ავტოპოეზისური (თვითკმარი) სოციალური წარმონაქმნებია, რომლებიც ერთმანეთთან ჰორიზონტალურ, არაიერარქიულ მიმართებაშია.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……