სოციალური მუშაკი

სოციალური მუშაკი – სერტიფიცირებული, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელსაც გამოაქვს დასკვნა მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მინიჭების, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ზრუნვისა და მზრუნველობამოკლებულ სრულწლოვნებზე ზრუნვის სახეების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მშობლის უფლების ჩამორთმევის ან ამ უფლების ჩამორთმევის გარეშე ბავშვის ჩამორთმევის თაობაზე.   Source: საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4;   უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება, რომლის გამოცდილება შეესაბამება სათანადო საქმიანობას და რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შეყვანილია სოციალურ მუშაკთა ერთიან რეესტრში.   Source: საქართველოს კანონი „ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……