სოციალური უნარ-ჩვევები

სოციალური უნარ-ჩვევები

სოციალური უნარ-ჩვევები არის იმ უნარ-ჩვევათა კრებული, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანთა თანაარსებობას. სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას საფუძვლად უდევს სოციალური შემეცნება. ეს არის ადამიანის ცოდნა მეორე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის აზრების, გრძნობების და განზრახვების შესახებ. სოციალურ შემეცნებას აქვს უდიდესი ზეგავლენა იმაზე, თუ როგორი მიმართება ჩამოუყალიბდება ბავშვს სხვა ბავშვებისა და უფროსებისადმი; როგორ განუვითარდება მას სხვის პატივისცემის და ურთიერთგაგების ჩვევები.

სოციალურ უნარ-ჩვევებში განიხილავენ: პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, სხვის პატივისცემას, თანამშრომლობას, კონფლიქტის გადაჭრას, ჯგუფში გადაწყვეტილების მიღებას, ჯგუფში როლების მრავალფეროვნების მიღებას.

1. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება:

● ამოცანის შესაბამისად შესრულება;

● პასუხისმგებლობის სხვასთან გაზიარების სურვილი.

2. სხვის პატივისცემა:

● სხვის მოსმენა (ემპათია);

● გადაწყვეტილების მიღება სამართლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე (ჯგუფურ მუშაობაში);

● საკუთარ და სხვის რწმენებს, შეხედულებებს და იდეებს შორის განსხვავების აღიარება;

● აზრის გამოხატვა სხვის შეურაცხყოფის გარეშე.

3. თანამშრომლობა:

● თანამშრომლობა ჯგუფში;

● თავაზიანობა;

● მასალის გაზიარება.

4. კონფლიქტის გადაჭრა:

● სხვების ყურადღებით მოსმენა;

● კომპრომისის დაშვება;

● სიტუაციის შესატყვისი რეაქცია;

● პასუხისმგებლობის აღება;

● სამართლიანობა.

5. გადაწყვეტილების მიღება ჯგუფში:

● სხვების მოსმენა;

● კამათი იდეების გარშემო;

● კითხვების დასმა;

● ძალისხმევა კონსენსუსის მისაღწევად.

6. ჯგუფში როლების მრავალფეროვნების მიღება:

● მოცემულ სიტუაციაში შესატყვისი ქცევის გაცნობიერება და შესაბამისი მოქმედება;

● როლების მონაცვლეობა (მაგ., ერთ გარემოში – ლიდერობა, მეორეში – შემსრულებლობა).

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……