სოციალური ცვლილება

სოციალური ცვლილება

ცნება სოციოლოგიაში შემოიტანა ოგბორნმა (1922). ს.ც. მიმართულია სოციალური სტრუქტურისა და სოციალური მიმართებების შეცვლისკენ. ამ ცნების შინაარსი სხვადასხვა თეორიებში (მაკრო და მიკრომიდგომებში) განსხვავებულადაა წარმოდგენილი. ს.ც.–ის პროცესის შესწავლისას აუცილებელია მოიძებნოს ინდიკატორები, რათა დადგინდეს, თუ როგორ და რამდენად შეიცვალა სოციალური სტრუქტურისა (კლასობრივი სტრუქტურა, მოსახლეობის სტრუქტურა და ა.შ.) თუ სოციალურ მიმართებათა (მენტალიტეტი, ღირებულებითი ორიენტაცია და ა.შ.) ესა თუ ის ნაწილი და ფორმა. რადგანაც რთულ საზოგადოებებში სხვადასხვა ცხოვრების ფორმა განსხვავებული რიტმით იცვლება, ცალკეულ ქვესისტემებს შორის დაძაბულობა ჩნდება, რაც კარად ასახავს ს.ც.–ის პროცესებს. დაძაბულობა და არათანაბარწონადობაა განსხვავებულ სექტორებს, მაგ., ეკონომიკურ–ტექნიკურ სფეროში მატერიალურ ცვლილებებსა და ამ ცვლილებებთან სოციალურ–კულტურულ შეგუებას, ან კიდევ პოლიტიკურსა და ეკონიმიკურ სისტემას შორის. არსებობს სოციალური სისტემის ცვლილებების განსხვავებული ფორმები და ტენდენციები. ასეთია, მაგალითად, დაგეგმილი და დაუგეგმავი ს.ც. არჩევენ ს.ც–ის ორ სახეს: რევოლუციურ და ევოლუციურ ცვლილებას. ფორმის მიხედვით ს.ც. შეიძლება იყოს: არალინეარული, მულტილინეარული, მრუდლინეარული ან ციკლური. ს.ც–ის ახნის მრავალი თეორია არსებობს. მარქსისტული თეორიის თანახმად, ს.ც–ს საფუძვლად მატერიალური ურთიერთობები უდევს. დარენდორფის აზრით, ს.ც–ის საფუძველი ძალაუფლების არათანაბარ განაწილებაში უნდა ვეძებოთ. სტრუქტურულ–ფუნქციონალისტური მიდგომის თანახმად (პარსონსი, სმელზერი, აიზენშტადტი), საზოგადოება თვითრეგულირებადი სისტემაა, რომელიც მუდმივად წონასწორობის მდგომარეობაშია და მასში ცვლილების თვითრეგულაცია მიმდინარეობს. განსხვავებით სტრუქტურულ–ფუნქციონალური ანალიზისაგან, ინდივიდუალისტური მიდგომები ს.ც–ის მთავარ აგენტად ინდივიდს მიიჩნევს. სიმბოლური ინტერაქციონიზმი ხაზს უსხვამს ს.ც–ის პროცესის განვითარების ნიმუშების შეთავსებადობას. სოციალიზაციის თეორია ყურადღებას ამახვილებს სოციალიზაციის სხვადასხვა ტექნიკის ზეგავლენაზე პიროვნების სტრუქტურის ცვლილებაში და მას სოციალური ცვლილების საფუძველში დებს. დასწავლის სოციოლოგიური თეორიები ს.ც–ს მონაწილე ინდივიდების სწავლის შედეგად თვლიან.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. სოციალური ცვლილება – სოციალური ურთიერთობების სისტემებსა და სოციალურ სტრუქტურებში ახალი კულტურული ელემენტების გამოჩენის პროცესი. (სოც. და მარკ.კვლ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……