სოციალური წესრიგი

სოციალური წესრიგი

სანიმუშო მოქმედება ან წესები, რომელთაც ადამიანები ასრულებენ თავიანთ სოციალურ ცხოვრებაში. ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს სოციალურ მოლოდინთა და სტრუქტურათა მყარი ნიმუშები, რაც სხვა არაფერია, თუ არა ს.წ–ის გამოხატულება. ასეთი ნიმუშები, გარკვეული ხარისხით, იძლევა მოქმედების წინასწარმეტყველების შესაძლებლობას საზოგადოებაში და, ამდენად, ნებას რთავს სოციალურ ცხოვრებას, რომ გაგრძელდეს (შენარჩუნდეს). ს.წ–ზე აქცენტირებისას სოციოლოგები ხელმძღვანელოებნ სოციალური სამყაროს შესახებ კონსერვატიული წარმოდგენით, აქცენტს აკეთებენ საზოგადოების ინტეგრაციასა და მთლიანობაზე კონფლიქტისა და ცვლილების სანაცვლოდ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. სოციალური წესრიგი – სისტემა, რომელიც მოიცავს ინდივიდებს, მათ შორის ურთიერთკავშირებს, ჩვევებს, ადათებს, მოქმედებს შეუმჩნევლად და  ხელს უწყობს სამუშაოს შესრულებას, რომელიც აუცილებელია ამ სისტემის წარმატებული ფუნქციონირებისათვის. (სოც. და მარკ.კვლ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……