სპონსორი

სპონსორი

E. sponsor მეურვე, მზრუნველი

1. საინვესტიციო ბანკი ან ბროკერი, რომელიც ორგანიზებას უწევს კომპანიის აქციების გამოშვებას;>

2. გავლენიანიინვესტორი, რომელიც ხელს უწყობს გარკვეულ ფასიან ქაღალდზე მოთხოვნის გაზრდას;

3. საინვესტიციო კომპანია, რომელიც როგორც წესი სთავაზობს მის მიერ შექმნილი ურთიერთფონდის აქციებს. ურთიერთფონდი წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიის მმართველობაში მყოფ ღია ტიპის საპაიო საინვესტიციო ფონდს, რომელიც ინვესტორებს უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიღების, რისკის დივერსიფიცირებისა და ბროკერებს საკომისიოებზე ეკონომიის გაკეთების საშუალებას აძლევს;

4. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობაში უსასყიდლოდ შეაქვს წვლილი (ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევის და სამუშაოს შესრულების სახით) (საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“, მუხლი 13).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……